ალექსანდრე ჩივაძე


ალექსანდრე ჩივაძე

ალექსანდრე ჩივაძე (დ. 8 აპრილი, 1955), ქართველი ფეხბურთელი, თამაშობდა მცველის პოზიციაზე. იყო თბილისის „დინამოსა“ დასაბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. მოგვიანებით საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი. 1980 წელს დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად.

კარიერა

ჩივაძემ მთელი კარიერა „დინამოს“ რიგებში გაატარა. იყო „დინამოსა“ და სსრკ-ის ნაკრების კაპიტანი. მურთაზ ხურცილავას გარდა, ის ერთადერთი ქართველია, რომელიც ნაკრების კაპიტნის სტატუსით სარგებლობდა. მონაწილეობდა 1982 წლის ესპანეთის და 1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატებში საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში. 2009 წლის მისი განცხადებით, იგი ქართულ ფეხბურთს დაუბრუნდა. 2012 წლიდან საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

ჯილდოები




წყარო

No comments:

Post a Comment