ვიტალი დარასელია


ვიტალი დარასელია

ვიტალი დარასელია (დ. 9 ოქტომბერი, 1957, ოჩამჩირე, საქართველოს სსრ – გ. 13 დეკემბერი, 1982, ზესტაფონი), ქართველი საბჭოთაფეხბურთელი. თამაშობდა საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოსა და საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში.

ბიოგრაფია

თავისი კარიერის ძირითადი ნაწილი დინამოში გაატარა. უეფა-ს თასების თასის 1980–81 წლების გათამაშების ფინალში, მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, კარლ ცაისის კარში გაიტანა გადამწყვეტი გოლი და გუნდს გამარჯვება მოუტანა.
დაიღუპა ტრაგიკულად ავტოკატასტროფაში.
2007 წელს მისი დაღუპვიდან 25 წლისთავზე ვეტერანებმა მის საპატივცემულოდ მატჩი გამართეს. ოჩამჩირეს ადგილობრივი სტადიონი სწორედ დარასელიას სახელს ატარებს.

ჯილდოები





No comments:

Post a Comment